არსებული ინფორმაციით ყვარლის ტყეში 68 წლის მოხუცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.
ადგილობრივების თქმით, ასეთი ფაქტი მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები მოსახლეობაში არ უნდა იყვნენ.“ადგილობრივებმა, როგორც კი გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთ-ერთი პირი სახლიდან გამოიყვანეს, წაიყვანეს და სცემეს. მეორე უკვე დაკავებული იყო. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, ყველა გაოგნებულები ვართ“, – აღნიშნა ადგილობრივმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
ცნობისთვის, პოლიციამ ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.