რე|ბანკის პარტნიორების ქსელს უკვე თეგეტა მოტორსიც შემოუერთდა. ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს თეგეტა მოტორსის ნებისმიერი მომსახურებით და ხარჯი 3 თვეზე თანაბრად, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილოს.
ამასთან ერთად, 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს ქეშბექ აქცია, რომლის ფარგლებშიც თეგეტა მოტორსში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბარათზე დაუბრუნდება*.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000 -მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ გონივრულად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები.
ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება მრავალჯერადად.
რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება ტოპ|ქარდით შოპინგისას თითოეულ სავაჭრო ობიექტზე შეგიძლიათ გაიგოთ რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3a2ddpZ ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:
თბილისი, პეკინის გამზირი #19
თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5
ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.
* მაქსიმუმ 50 ლარი ერთ მომხმარებელზე აქციის პერიოდში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება ორ ეტაპად, პირველი ნაწილი ჩაირიცხება 15 აგვისტომდე, მეორე კი 15 სექტემბრამდე.