როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

29 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურში. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +23, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი ამინდია, +29 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3ო გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +19 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.