სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოზარ სუბარის განცხადებებზე:
,,ვუყურე და ყურადღებით ვუსმინე სოზარს. მოვლენების და ფაქტების სწორი აღქმაა და დიდი გაბედულებაა ამის ხმამაღლა თქმა.
დიდი გაბედულებაა, იმიტომ, რომ საშიშ თემას შეეხო სოზარი, სახიფათო პერსონებს!
სოზარს დიდი ხანია ვიცნობ; ერთგვაროვანი არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა, უხერხულად დაძაბული მომენტებიც გვქონია, ძალიან კარგი თანამშრომლობაც, მაგრამ ერთი ვიცი და თამამად ვიტყვი: სოზარს საქართველოს სიყვარულში და საქართველოსთვის სიკეთის კეთების სურვილში ბევრი არ შეეჯიბროს!”