ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.
როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
– “შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ამერიკელებთან და ჩემს კოლეგებთან ყოფნის დროს ის მოვიდა, ძალიან მთხოვა, რომ 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.
საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე – განაცხადა ოხანაშვილმა.
წყარო: fortuna.ge