ჯონსონის პარტია მორიგ სექსუალურ, გეი-სკანდალში გაეხვა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოექცა ახალი სექსუალური სკანდალის გამო: “ტორების” პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემდეგ გადადგომა მოუხდა. ბრიტანული მედიის ცნობით, 52 წლის მამაკაცმა, ლონდონის კერძო კლუბში, ორი მამაკაცის სექსუალური შევიწროება მოახდინა, მათ შორის ერთი პარლამენტის წევრია. ამის გამო მათ კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობას მიმართეს.

გადადგომის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს ღამით, პინჩერმა თქვა, რომ მან “ძალიან ბევრი დალია” წინა ღამით მომხდარი ინციდენტის დროს. მან ბოდიში მოიხადა საკუთარი თავის და სხვების „შერცხვენისთვის“. პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის სპიკერმა, რომელიც უკვე მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება სკანდალების სერიის გამო, პარასკევს განაცხადა, რომ პრემიერმინისტრმა მიიღო გადადგომა და “თვლის, რომ ეს სწორი იყო მისთვის”. ასეთი საქციელი „მიუღებელია“.

სანამ პინჩერი ტოვებდა პარლამენტის მდივნის მოადგილის თანამდებობას, მას თავდაპირველად სურდა დარჩენილიყო კონსერვატული დეპუტატი. ოპოზიციამ აღშფოთებული რეაგირება მოახდინა: ”ეჭვგარეშეა, რომ კონსერვატორები პოტენციურ სექსუალურ ძალადობას აჩუმათებენ”, – წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილე ანგელა რეინერი Twitter-ზე. ჯონსონის მთავრობის პირობებში მორალური სტანდარტები “მთლიანად დაირღვა”.

მოწოდებები ჯონსონის მიმართ, პინჩერის სრული გაძევების შესახებ მისივე რიგებიდანაც ისმოდა. პარასკევს საღამოს, კონსერვატორებმა ნაწილობრივ დათმეს: პინჩერის წევრობა პარტიაში შეჩერდა.

მმართველ პარტიას ბოლო თვეების განმავლობაში სექს-სკანდალების სერია ატყდა. მაისის შუა რიცხვებში პარლამენტის წევრი, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, დროებით დააკავეს. ასევე მაისში, “ტორის” ყოფილ დეპუტატს მიუსაჯეს წელიწადნახევარი თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის. აპრილის ბოლოს, კიდევ ერთმა პარლამენტის წევრმა თანამდებობა დატოვა პარლამენტში მობილური ტელეფონით პორნოვიდეოების ნახვის შემდეგ.

ასე და ამრიგად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბორია ჯონსონი, ამდენი პერვერსული სკანდალების შემდეგ, თავადაც შეირყა და ამას წინათ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ქალად მოეჩვენა (ეს, რა თქმა უნდა, ბრიტანული შავი იუმორით).

 

jes/noe