“Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”

Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.

შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.

გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ “ალტ-ინფოს” წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. გადაიკეტა სამანქანო გზა.

2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას – ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ მიზნით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც.