აივნის ნგრევის შედეგად გარდაცვლილი ქალის შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “პრაიმტაიმისთვის” ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაღუპული ქალის 8 წლის გოგო დღეს კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. 7 წლის ბიჭი კი სახლში გაწერეს. ჩვილს ოპერაცია გაუკეთეს და უკეთ არის.
“დღეს, ორი სასიხარულო ამბავი მოხდა – თეონას გოგონა, რომელიც 8 წლის არის კომიდან გამოვიდა. ბიჭი უკვე სახლში მოიყვანეს და ჩვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ყველაფერი ძალიან კარგად არის, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბიჭი მოვინახულე, ახლაც არ იცის, რომ დაობლდა, თეო რომ ცოცხალი აღარ არის… თეო კლინიკაში ჰგონია…. არ ვიცით, როგორ ვუთხრათ, რომ დედა აღარ ჰყავთ.
მოიკითხა და უთხრეს, რომ დედამისი კლინიკაშია და მკურნალობს, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, როცა გაიგებს, რომ დედა აღარ ჰყავს რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ან ის, ან მისი და…” – ამბობს ახლობელი.
წყარო: პრაიმტაიმი