“ვიდრე პრაიდზე წახვალ… ” – რას ამბობს გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე?

“იმედის” ცნობით, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შემდეგნაირად მიმართა:

“ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით, პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს. ელჩის დანიშნულებაა, გაიცნოს ქვეყანა, გაიგოს ადამიანების ავ-კარგი, რა აღელვებთ, რა მოსწონთ, საით არის მიმართული მათი გონება, მიზნები და შემდეგ ეს შენს ხელისუფლებას გააგებინო, იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას ამ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებაში“, –

„ქალბატონ დეგნანს შევახსენებ, რომ ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია – „ჩვენ გვჯერა ღმერთის“. ამიტომ როდესაც მოდიხარ ქვეყნიდან, სადაც ყველას ღმერთის სჯერა და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ასევე საზოგადოების დიდ უმრავლესობას ღმერთის სჯერა, პირველ რიგში, ამ რწმენას უნდა სცე პატივი და შემდეგ – ყველაფერ დანარჩენს, რასაც ეს რწმენა გარყვნილებად განიხილავს“