აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ჯო ბაიდენის თქმით, ის შოკირებულია მომხდარის გამო.
„მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო და ჯილ ბაიდენებმა 4 ივლისი ვაშინგტონში აღნიშნეს. ღამით მათ თვალი მიადევნეს ფოიერვერკების შოუს, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებების დასასრულს გაიმართა.
ჩიკაგოს სიახლოვეს, ქალაქ ჰაილენდ პარკში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლას, ბოლო ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და 20-ზე მეტი კი დაიჭრა. თავდამსხმელი, 22 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი უცნობია.
წყარო: newposts.ge