ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
„რადგან ისევ იწყება სპეკულაცია პანდემიური თემებით, გთავაზობთ ბლიც კვლევას, ვის არ დაემართა ე.წ. ჭირი.
1.მსმელებს
2.უსახლკაროებს( ე.წ. ბომჟები)
3.სკლეროზით და სხვა ტვინთან კავშირში მძიმე დაავადებების მატარებლები
4.ღრმად მორწმუნეებს
5.”ამჩემსფეხება” ხალხს
6.მძიმე ფიზიკური შრომაში მყოფთ
7.მძიმე ონკოკოგიური სენით დაავადებულებს, მათ შორის ქიმიურ-თერაპიული კურსის დროს
8.შეყვარებულებს(არ გაგეცინოთ)სექსი, კოცნა და ბედნიერების ჰორმონი იმთავითვე სპობს ყველა გარე ბაქტერიას.
9.მათ ვისაც უფრო შეთქმულების თეორიის სწამთ, ვიდრე ეპიდემიოლოგების
10. და ბოლოს ასაკოვან ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს შინაპატიმრობაზე.
თუ გავშლით ამ ჩამონათვალს ძალიან მარტივად ლაგდება ფაზლი.
ყველაზე დიდი რაოდენობით დასნეულდნენ პანიკური შიშით შეპყრობილი ადამიანები, ოფისის თანამშრომლები, სადაც ჩაკეტილი, სავენტილაციო სისტემაა, ურწმუნო თომები და მედია დამოკიდებული.
რაც შეეხება ონკო დაავადებულებს მათ იმდენად დიდი აქვთ გამოჯანმრთელების ჟინი, რომ ვერანაირი თავსმოხვეული სნეულება ვერ მოერევათ.
სკლეროზი და სხვა დაავადებებს არ მიაქვთ ტვინამდე “საშიში სიგნალი” შესაბამისად არც ავადდებიან.
მსმელებს საკმაოდ ძლიერი “დასპირტული იმუნიტეტი” აქვთ.
უსახლკარო და გაჭირვებულ ადამიანებს დიდი დოზით უწევთ სუფთა ჰაერზე ყოფნა-ესეც გამაჯანსაღებელი ინსტრუმენტია!
ღრმად მორწმუნე ადამიანს ისედაც ყველაფრის იმუნიტეტი აქვს!
რაც შეეხება სიყვარულს-ეს უალტერნატივო დეპანდემიური ანტიდეპრესანტია.
მოკლედ ისევ ღვინო, დუდუკი ქალები(კაცები)
რჩება აქტუალურ ფაზაში, ხოლო
ზე, ზე , ზე დამცავი კვლავაც უპირობო სიყვარულია!
მშვიდობა და სიყვარული, ერო!
P.S.თუ გადახედავთ სტატისტიკას, თუ როგორ გამდიდრდნენ ე.წ. ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, აფთიაქები, მედია- მაგნატები, შეკითხვები აღარ დაგრჩებათ, ვინ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.“