ამერიკელმა კალათბურთელმა ბრიტნი გრაინერმა ბრალი აღიარა.
რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდისა და შენახვის ბრალდებით დაკავებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ბრიტნი გრინერმა ხიმკის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო.
მაგრამ კალათბურთელმა დასძინა, რომ დანაშაულის ჩადენისა და ნარკოტიკების ტრანსპორტირების განზრახვა არ ჰქონია. გრაინერმა აღნიშნა ასევე, რომ სურს მოგვიანებით მისცეს ჩვენება, რისთვისაც მომზადება ესაჭიროება.
17 თებერვალს გრაინერი ნიუ-იორკიდან ჩასვლისთანავე მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის ვაზნები აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება აკრძალულია რუსეთში მიმოქცევისთვის, მაგრამ ის ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა.
ბრიტნი გრაინერი თამაშობს ეკატერინბურგის ქალთა საკალათბურთო კლუბში. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრმა, მან ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.
მაისში შეერთებულმა შტატებმა გრაინერი “უკანონოდ დაკავებულად” სცნო და მისი საქმე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გადასცა.
ბრიტნი გრაინერმა 5 ივლისს ასევე ჯო ბაიდენს წერილი მისწერა, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვს – “ყველაფერი გააკეთოს” მისი გათავისუფლებისთვის.
წყარო: ptn.ge