გიორგი ჩალაძე მისი და გიული ალასანიას ქორწინებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სააკაშვილის პირადმა ექიმმა გიორგი ჩალაძემ და გიული ალასანიამ იქორწინეს. ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ თავის გადაცემაში გიორგი ჩალაძეს ამ თემაზე დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთებინა:
– “რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კაგებეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით. ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიცაციის მცდელობა. თუმცა, ისიც გაუგებარია,. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის – მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური სარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა”.
წყარო: newposts.ge