„ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ. ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება ბიზნესის“, – თქვა სოსო ფხაკაძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის ერთ-ერთი რუსეთი, უპასუხა „არ ვიცი“, მოგვიანებით კი კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, ფხაკაძემ უპასუხა: „არამარტო რუსეთთან“.
„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც იქნება იაფი საწვავი თუ ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, იქიდან შემოვიტანთ“, – თქვა მან.
„ბიზნესი ოპერირებს ასე – რაც შეიძლება დაბალი იყოს ხარჯები და მოიგოს უფრო მეტი“, – განუცხადა ფხაკაძემ 8 ივლისს ჟურნალისტებს.