ქართველი მსახიობებისთვის წარმატებული გამოდგა კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება, რომელიც 9 ივლისს, ჩეხეთში გაიმართა.
იოსებ ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ მსახიობებს, თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.
ქართველ მსახიობებს კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჯილდო მსახიობმა ბენისიო დელ ტორომ გადასცა.
ქართველი მსახიობების დაჯილდოება. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK
მარცხნიდან: თაკი მუმლაძე, მარიამ ხუნდაძე და იოსებ (სოსო) ბლიაძე. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK
მარიამ ხუნდაძე. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK
მარიამ ხუნდაძე და თაკი მუმლაძე. EPA-EFE/MARTIN DIVISEK
მთავარ ფოტოზე: კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. მარიამ ხუნდაძე (ცენტრში), თაკი მუმლაძე (მარცხნივ) და ბენისიო დელ ტორო, რომელიც პრიზს გადასცემს ქართველ მსახიობებს. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK