გამოქვეყნდა ტელესკოპ James Webb-ის მიერ კოსმოსისთვის გადაღებული პირველი ფერადი ფოტო.
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) გამოაქვეყნა კოსმოსური სივრცის პირველი ფერადი ფოტო, რომელიც ტელესკოპ James Webb-ის მიერაა გადაღებული.
კოსმოსური ტელესკოპით მიღებული ფოტო 11 ივლისს, თეთრი სახლიდან ტრანსლაციის დროს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. NASA-ს განმარტებით, ეს არის კოსმოსის ერთი უმცირესი ნაწილის დღემდე ყველაზე ღრმა და მკაფიო ინფრაწითელი გამოსახულება. James Webb-მა პირველად ასახა ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე ფერმკრთალი ობიექტები. NASA-ს სხვა ფოტოებს დღეს, 12 ივლისს გამოაქვეყნებს.
It's here–the deepest, sharpest infrared view of the universe to date: Webb's First Deep Field.
Previewed by @POTUS on July 11, it shows galaxies once invisible to us. The full set of @NASAWebb's first full-color images & data will be revealed July 12: https://t.co/63zxpNDi4I pic.twitter.com/zAr7YoFZ8C
— NASA (@NASA) July 11, 2022
ტელესკოპი James Webb-ი კოსმოსში 2021 წელს გაუშვეს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ NASA და ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.
წყარო: newposts.ge