ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებული მატჩების სკანდალში გაეხვა?

გერმანულ  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერ­მა­ნელი ZDF-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, მარ­კუს ჰარ­მის­მა და ია­ნიკ შნა­ი­დერ­ის  გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გი­ნეს,  რომ ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და რუსი ას­ლან კა­რა­ცე­ვი გა­რი­გე­ბულ მატ­ჩებ­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი.

მათ და­ად­გი­ნეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ლა­რუ­სი მწვრთნე­ლი იაჰორ ია­ცი­კი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ორი­ვე მო­თა­მა­შის დამ­რი­გე­ბე­ლი გახ­ლდათ, მათ გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფულს სთა­ვა­ზობ­და.

ZDF-მა ეს ინ­ფორ­მა­ცია ITF-ის (სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩოგ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცია) სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც ხელ­ში ზე­მოთ ნახ­სე­ნებ ორ ჟურ­ნა­ლისტს ჩა­უ­ვარ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­სი­ლაშ­ვილს, მისი სა­ვა­რა­უ­დო გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა ისიც ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა შო­რი­საა..

წყარო : ამბები.ჯი.