ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
“კორონავირუსი გარკვეული „ტალღებით“ ხასიათდება. ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, დაახლოებით 2 თვით ჩამოვრჩებით ხოლმე, შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. საგანგაშო, მოულოდნელი სიურპრიზი არ უნდა იყოს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი”