დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტრონგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს, 11 ივლისს 8 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ბოლო 22:25 საათზე. სეისმური ცენტრის ინფორამციით, ბოლო მიწისძვრის სიდიდე 3.4 მაგნიტუდა იყო.
11 ივლისს პირველი 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძრვა 08:36 საათზე მოხდა. შემდეგი მიწისძვრები კი მოხდა:
- 09:10 საათზე – 4.7 მაგნიტუდა
- 09:18 საათზე – 3.1 მაგნიტუდა
- 05:47 საათზე – 3.3 მაგნიტუდა
- 10:14 საათზე – 3.2 მაგნიტუდა
- 10:24 საათზე – 3.7 მაგნიტუდა
- 17:54 საათზე – 3.5 მაგნიტუდა
განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტრონგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 23:03 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიდიდე 3.9 მაგნიტუდა იყო.
დმანინის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გახშირებული მიწისძვრების გამო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.
მაგალითად, მხოლოდ 2021 წლის ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში ჯავახეთის ქედზე 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა.
მისი თქმით, ეს ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება.
ვრცლად გირჩევთ ამ საკითხზე: