ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთაა. არ მგონია, მათ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა ჰქონდეთ

რაზეც ისინი საუბრობენ არის უბრალო რადიკალიზაციის სურვილი, ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთ არის, ამიტომ არ მგონია, მათ ჰქონდეთ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს.

„უკვე ინიცირებული პროექტის განხილვა არის არაინკლუზიური, პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. რაც არ უნდა რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდოდეთ, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია, შესაბამისად, ალტერნატივა გარდა იმისა, რომ იყვნენ სამუშაო პროცესის მონაწილე არ აქვთ. რიგგარეშე სესიაზე ისე საუბრობენ თითქოს პარლამენტი ისვენებს, ერთადერთი ვინც ისვენებს არის რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.