,,თითქოს თვითონ რომ იყვნენ სახელმწიფოს სათავეში, არ იპარავდნენ” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:

,,საქართველოში უამრავი პრობლემაა.
ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსეთიდან მარცვლეულის და სხვა სასიცოცხლო პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული.
სამრეწველო სექტორი სულს ღაფავს.
სამედიცინო სფერო სასწრაფო რეფორმას საჭიროებს.
განათლებაში რა მდგომარეობაც არის , ყველამ ვიცით.
ვიღაცეების ინტერესების გამო ვერაფრით მოგვარდა ტყვიით ჰაერის დაბინძურება, რაც ონკოლოგიური ავადმყოფობების კატასტროფულ ზრდას იწვევს, მათ შორის ბავშვებში.
ნარკომანია თავის წილ მსხვერპლს იწირავს.
გააქტიურდნენ დაუსჯელობით გათამამებული ეპიდემიოლოგები, რომლებიც ახალი დიდი ტრაგიკული სპექტაკლის დასადგმელად ემზადებიან.
მოკლედ, ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის.
ამ დროს, იმის მაგივრად, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის გზებზე მიდიოდეს მსჯელობა, მედიის მიერ საზოგადოების ყურადღება გადატანილია იაგო ხვიჩიას ვიზიტზე მიხეილ სააკაშვილთან, პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერით, ბუღაძის, დიღმელაშვილის მაქარაშვილის რევოლუციურ აღტკინებაზე, ჩხუბებზე ტელე ოქტაგონებში, თაკოს , მამულაშვილის, ინგას და სხვა ეგზოტიკური არსებების გამოხტომებზე და სხვა.
დააკვირდით-არცერთ რეალურ პრობლემაზე არცერთ მეინსტრიმულ არხზე საგნობრივი მსჯელობა არ მიმდინარეობს. მთელი ,, ოპოზიციონერობა” დაიყვანება ბრალდებებზე კორუფციაში, თითქოს თვითონ რომ იყვნენ სახელმწიფოს სათავეში, არ იპარავდნენ, ან ისევ რომ მოვიდნენ, ნაკლებს მოიპარავენ.
სამწუხაროა, რომ ხალხის დიდი ნაწილიც მიეჩვია ამ ყველაფერს და ეს თაღლითობა პოლიტიკა ჰგონია.
ძალიან სასაცილო სურათია ალბათ ჰაერის მცველთათვის, ადამიანებსაც შეგვიძლია ვიცინოთ და ვისიამოვნოთ ამ კომიკური მარიონეტების თეატრზე, ძალიან ტრაგიკული შედეგები რომ ჰქონდეს ამ ყველაფერს.”