“დებიძინიზაცია” – უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?
თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”, – თქვა დღეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი ყიფიანმა, ამ განაცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე თქვა, რომ მისი მილიარდერი კლიენტი “4 მარტიდან ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა” და “ექმნება ხელოვნური დაბრკოლებები”, თუმცა დეტალები არ განუმარტავს. მას მერე პირველი პრეცედენტი, რომელზეც ივანიშვილის ჯგუფმა საჯაროდ ილაპარკა, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ტრასტის ფონდის დაწესებული შეზღუდვებია.
წყარო: newposts.ge