„დინამო” თბილისი ესტონურ „პაიდესთან” პენალტების სერიაში დამარცხდა

„დინამო” თბილისი ესტონურ „პაიდესთან” პენალტების სერიაში დამარცხდა.

„დინამო” თბილისი უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. თბილისელები ესტონურ „პაიდესთან” პენალტების სერიაში 6-5 დამარცხდნენ. „დინამოელი” ლევან ხარაბაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მასპინძელი გუნდის მეკარემ მოიგერია. მანამდე გუნდებმა ყველა პენალტის გატანა შეძლეს.

მატჩის ძირითადი დრო „დინამოს” გამარჯვებით 0-1 დასრულდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს საშინაო თამაშში 2-3 ჰქონდა წაგებული (სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს), დამატებითი დრო დაინიშნა. 93-ე წუთზე „დინამომ” ანგარიშის გაზრდა შეძლო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „პაიდემ” თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და ანგარიში 1-2 გახდა (ორი მატჩის ჯამში 4-4).

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ასევე, გამოეთიშა გორის „დილა”. მართალია, გორში ფინურ „კუპსთან“ დღევანდელი თამაში 0-0 დასრულდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი პირველმა მატჩმა გადაწყვიტა. გორელებმა სტუმრად 0-2 წააგეს.

წყარო: ptn.ge