რუსეთის პროკურატურამ “არასასურველად” გამოაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა 2 ჯგუფი.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფები Bellingcat-ი და The Insider-ი „არასასურველად“ გამოაცხადა, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთში მათი საქმიანობის აკრძალვას. მანამდე, 2021 წლის ოქტომბრიდან Bellingcat-ი და The Insider-ი „უცხოეთის აგენტებად“ იყვნენ გამოცხადებული.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ საიტზე დღეს, 15 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებით, ამ ორგანიზაციების საქმიანობა „წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოებისთვის“. პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს აცნობა, რომ ეს ორგანიზაციები უნდა შეიტანოს „არასასურველთა” ჩამონათვალში.
წყარო: accentnews.ge