ტოივო კლაარი – ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ვიცე-პრემიერ მუსტაფაევთან. შეფასდა სამშვიდობო პროცესის მდგომარეობა. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში” – აცხადებს ტოივო კლაარი.
დღეს, 16 ივლისს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრაა დაგეგმილი.
Excellent meetings today with @presidentaz Ilham Aliyev, FM @bayramov_jeyhun and Deputy PM Mustafayev. Assessed state of play of peace process. Also expressed 🇪🇺 support to 🇦🇲 and 🇦🇿bilateral decision to hold FMs meeting in 🇬🇪 tomorrow. pic.twitter.com/1aO6TvNeqM
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) July 15, 2022
წყარო: 1tv.ge