აშშ-ში გაიხსნა “დროის კაფსულა”, რომელიც 1980 წელს ჩაფლული იქნა “სტოუნჰენჯის” ცნობილი მონუმენტის საძირკველში.
აშშ-ში გაიხსნა ე.წ. “დროის კაფსულა”, რომელიც 1980 წელს ჩაფლული იქნა “სტოუნჰენჯის” ცნობილი მონუმენტის საძირკველში, და რომელიც ნაწილობრივ ააფეთეს ამა წლის 6 ივნისს, რის შემდეგაც უკვე 9 ივნისს, ფედერალური გამოძიების ბიუროს თანამშრომლების ზედამხედველობით მოხდა ოფიციალურად მისი სრული დემონტაჟი! (რაც ისედაც მოსალოდნელო იყო!).
უჟანგავ სპილენძის ყუთში ჩამარხულმა “დროის კაფსულის” გახსნამ, კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა ამ ამბით დაინტერესებულ საზოგადოებაში, რადგან ის შეიცავდა ამ მონუმენტის წარწერებთან კავშირში არ მყოფ, მხოლოდ 4 ცალკეულ “ნივთს”, ესენია:
1 – 1979 წლის ოქტომბრის თვეში გამოშვებული ჟურნალ “ფლეიბოის” ნომერი, რომელიც ხელმოწერილია ამავე გარეკანზე გამოსახული, იმ დროისათვის ცნობილი ჰოლივუდელი და აწ უკვე გარდაცვლილი მსახიობის, ბარტ რეინოლდსის ორიგინალური ხელმოწერით (გარდაიცვალა 2018 წელს).
2 – ცნობილი ამერიკული სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელი კომპანია – “Peterbilt Motors Company”-ს ლოგო.
3 – ცნობილი ჯგუფ “Bee Gees”-ის, 1977 წლის 15 ნოემბერს გამოშვებული, ასევე ძალიან ცნობილი 8 კომპოზიციისაგან შემგარი ალბომის კასეტა – “Saturday Night Fever”.
4 – ძლიერმოქმედი სედატიური საშუალება “Quallude”-ს 1734 ცალი ტაბლეტი (იგივე “Methaqualonum”), რომლის საბაზრო ფასიც იმ დროისათვის შავ ბაზარზე, დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აღემატებოდა და იგი ასევე ცნობილი იყო ახალგაზრდებში, როგორც ერთ-ერთი პოპულარული კლუბური ნარკოტიკი!
როგორც ხედავთ ამ “საიდუმლო” სპილენძის ყუთმა ჯერ-ჯერობით ვერცერთ კითხვას ვერ გასცა ვერანაირი პასუხი, თუ რისი გადმოცემა სურდათ ამ გზავნილებით, აწ უკვე შორეული 1980 წლიდან, ამ მონუმენტის, ასევე გასაიდუმლოებულ შემქნმელებს!!! …
წყარო: სოციალური ქსელები – /facebook/