“გაუნათლებელი ქალმა, ელემენტარული მანერების არარსებობის გამო მოახერხა, ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადაექცია ” – ზახაროვა ტრასს ეხმაურება

ელემენტარული მანერების არარსებობის გამო, ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის სასაუბროდ გამოწვევა და ლავროვის “ალყაში მოქცევა” სურს.

ზახაროვას თქმით, ახსოვთ როგორი სირცხვილით დასრულდა ამაზე ადრე იგივე მცდელობა, როდესაც ტრასს გეოგრაფიული სახელები აერია და დიდი ბრიტანეთის ელჩმა ყურში სწორი პასუხები უჩურჩულა.

“გვახსოვს, როგორ დასრულდა ამ გაუნათლებელი ქალის მცდელობა მოსკოვში სერგეი ლავროვის „ალყაში მოქცევისა“ მისი სირცხვილით, როცა ვერც კი გაიგო, რაზე ლაპარაკობდა და გეოგრაფიული სახელები აერია. ამ მოლაპარაკებებზე ბრიტანეთის ელჩი იძულებული გახდა, ლიზ ტრასისთვის ყურში ეჩურჩულა სწორი პასუხები. თქვენ ჯერ არ გინახავთ ლიზ ტრასი მაგიდასთან ლანჩის დროს. ელემენტარული მანერების არარსებობის გამო მან მოახერხა, ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადაექცია”, – აცხადებს ზახაროვა.