რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „გაზპრომს“ მიმდინარე წელს წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადს 1,248 ტრილიონ რუბლამდე უზრდის სამ თვეში გადასახადზე დანამატის სახით.
დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
აღნიშნული თანხა ემთხვევა იმ დივიდენდების რაოდენობას, რომელთა აქციონერებისთვის გადახდაზეც კომპანიამ უარი თქვა 2021 წლის ბოლოს. ახლა „გაზპრომი“ ვალდებულია, რომ ეს თანხები რუსეთის ბიუჯეტში ჩარიცხოს.
ექსპერტების შეფასებით, დამატებითი ხარჯები კომპანიის წმინდა მოგებას წელს 323 მილიარდი რუბლით შეამცირებს.
როგორც მანამდე, 30 ივნისს გახდა ცნობილი, კომპანიის აქციონერებმა გადაწყვიტეს, რომ 2021 წლის დივიდენდები არ გადაეხადათ. ამის გამო „გაზპრომის“ აქციები მესამედით დაეცა.