ნატოსა და ევროკავშირის უკანასკნელი გაფართოების შემდეგ, “კოლექტიურ დასავლეთს მადა გაეხსნა” და მისმა ცრუ მოლოდინებზე დაფუძნებულმა პროპაგანდამ “პოსტსაბჭოთა” სივრცეშიც შემოაღწია.
ცენტრალურ აზიაში დასავლეთი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გახდა წამყვანი მოთამაშე, მაშინ “პოსტსაბჭოთა სივრცის” დასავლეთ ნაწილში და სამხრეთ კავკასიაში აშშ-მ და ევროკავშირმა პოზიციების განმტკიცება დაიწყეს.
ამ გზაზე კი რეგიონში მათ მთავარ იარაღს მათი პროპაგანდისტული მანქანები “მედი და NGO” სექტორი წარმოადგენენ.
აგერ უკვე 30 – წელია ცისფერი ეკრანებიდან გვესმის თუ როგორი გულმხურვალე მხარდამჭერია ჩვენი ამერიკა და როგორ აშენებს არასამთავრობო სექტორი ჯანსაღ დემოკრატიას.
თუმცა თუ სიტყვა დემოკრატიას სწორად გადმოვთარგმნით და ვარდისფერ სათვალეს მოვიხსნით, დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს ჩვენი საუკუნის ნამდვილ ფაშიზმთან.
აქ არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დასავლური სამყაროს ჰუმანიტარული გავლენის სერიოზულ ზრდას კავკასიის რეგიონში.
პირველი, ის ასოცირდება ისეთ ცნებებთან, როგორიცაა სოციალური კეთილდღეობა, მოხმარების მაღალი დონე და დემოკრატიული ღირებულებები. მეორეც, კოლექტიური დასავლეთის იმიჯი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ისი აღიქმება მოკავშირედ “ყოფილ მეტროპოლიასთან” – რუსეთთან დაპირისპირებაში.
რეალურად კი ამ დაპირისპირების მთავარი მაპროვოცირებელი ისევ “კოლექტიური დასავლეთი” გახლავთ, რომელიც გამუდმებით გვიმეორებს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია.
სინამდვილეში კი არც იმედს და არც რაიმე სახის ინსტრუმენტს გვთავაზობს დეოკუპაციისთვის.
რა თქმა უნდა არც თვითონ იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას და ამასთან არც გარანტორი ხდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების.
ამას შაბლონური “ტელე-პარტნიორობა” ეწოდება, რომელიც მხოლოდ კამერებთან ხელის ჩამორთმევას და მქუხარე შეძრწუნებას გულისხმობს.
ირაკლი ჯანყარაშვილი