რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის კომუნიკაციების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ ერდოღანის ირანში ვიზიტი 18-19 ივლისს არის დაგეგმილი. ის თურქეთისა და ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომას და სირიასთან დაკავშირებულ სამიტს დაესწრება.

სამიტზე სირიაში მიმდინარე პროცესები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, ჰუმანიტარული ვითარება და სირიელების ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხები განიხილება.