18 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +34, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. აქ მზიანი დღეა მოსალოდნელი.
გორშიც მზიანი ამინდია, +35 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი.
გუდაურში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +27, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. აქ მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
ლაგოდეხშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +36 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +38 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ნალექი მოსალოდნელი არაა.