საექსპორტო კვოტები ზეთსა და კოპტონზე 31 აგვისტომდე მოქმედებს.
რუსეთმა 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთისა და კოპტონის ექსპორტზე კვოტები 400 ათას ტონით გაზარდა, ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე.
„მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტა გაიზარდა 400 ათასი ტონით (ადრე დასაშვები მოცულობა 1,5 მლნ ტონა იყო), კოპტონის ექსპორტზე – 150 ათასი ტონით (ადრე – 0,7 მლნ ტონა)”, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მზესუმზირის ზეთისა და კოპტონის ექსპორტზე ახალი კვოტები 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს, იტყობინება РИА Новости.
განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის პირობებში. მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ის მხარს დაუჭერს მწარმოებლებს, რადგან ისინი უცხოეთში პროდუქციის დამატებით მიწოდებას შეძლებენ.
რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 1 ივლისიდან 560,1 დოლარამდე გაიზარდა ივნისის 525 დოლარიდან ტონაზე.
რუსეთიდან საექსპორტო ბეგარა ზეთზე ტონაზე ივნისში 525 დოლარიდან 1 ივლისიდან 560,1 დოლარამდე გაიზარდა.