რუსეთში მცხოვრები მომღერალი დიანა ღურწკაია რუსეთს მადლობას უხდის.
როგორც მომღერალი წერს, მას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს და კრემლში დააჯილდოვეს.
„როცა ბრმა ბავშვი იბადება, ან ზრდასრული მხედველობას კარგავს, ეს დიდი ტრაგედიაა. ჩემს ოჯახშიც ასე იყო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათწლეულების შემდეგ მე ვიქნებოდი აქ, კრემლში, მივიღებდი უმაღლეს ჯილდოს. ბევრი სირთულე იყო ჩემს ცხოვრებაში: დიდი ოჯახი, სკოლა-ინტერნატი, აფხაზეთის ომის შემდეგ ლტოლვილთა ბანაკი, მაგრამ იყო და არის დიდი ბედნიერება – ჩემი სამუშაო, სოციალური ინტეგრაციის ცენტრი, რომელიც ეხმარება შშმ ბავშვებს, ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი. მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს, სადაც გერმანელი ქალი შეიძლება გახდეს დიდი რუსი იმპერატრიცა, ებრაელი შეიძლება გახდეს დიდი რუსი მეცნიერი, სომეხი შეიძლება გახდეს საყვარელი კომპოზიტორი, აზერბაიჯანელი შეიძლება იყოს ეპოქის ხმა და უსინათლო ქართველ გოგონას შეუძლია რუსეთის სახალხო არტისტი გახდეს“, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება, „საესტრადო ხელოვნებაში დიდი დამსახურებისთვის“ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით აპრილში მიენიჭა.