გულბაათ რცხილაძე: “თითქოს რუსეთის სურვილია, რომ აფრიკაში იყოს შიმშილი, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე!”

პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ დონბასში იმყოფებოდა, ტვ „სეზობის“ ეთერში, ნიკოლოზ მჟავანაძესთან საუბრისას, სხვა თემებთან ერთად, უკრაინიდან ხორბლის გამოტანის თემაც გააჟღერა. კერძოდ, რცხილაძემ აღნიშნა:

„რუსეთს უყენებენ ბრალდებას, თითქოს ხორბლის ბლოკადა დაიწყო და მას უნდა , რომ გამოიწვიოს შიმშილი. თითქოს აფრიკა არის რუსეთის მტერი და რუსეთის სურვილია, რომ აფრიკაში იყოს შიმშილი, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ჩვენ ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ არა მხოლოდ აღება და დაბინავება ხდება ამ მოსავლის, არამედ კომერციული წესით ყიდვა და გაყიდვა, როგორც ჩვენი ბიზნესმენები, მაგალითად, მიდიან რუსეთში და ყიდულობენ იქ ხორბალს, ასევე ჩადიან ლუგანსკში, მარიუპოლში და სხვა რეგიონებში რუსეთიდან, ყიდულობენ ხორბალს ადგილზე, მიაქვთ რუსეთში და მერე ყიდიან უკეთეს ფასად. ამის შემდეგ ხდება ხორბლის გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ანუ კომერციაა ეს ჩვეულებრივი – არასტანდარტულ, საომარ ვითარებაში. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, თუ რა უფლებით გააქვთ რუსეთში ეს ხორბალი, მაგრამ ის, რომ რუსეთი ბლოკავს ხორბლის გატანას სადმე, არის ტყუილი და ამაში მე თავად დავრწმუნდი. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს დაემატა სტამბულის მოლაპარაკებები, ხორბლის ტანკერებისთვის ოდესიდან დერეფნის შექმნის შესახებ“ – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ პირდაპირ ეთერში.

სრულად ინტერვიუ იხ.: აქ.