მამუკა ხაზარაძე – მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია

მამუკა ხაზარაძე – მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია.

მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს,

„მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავების მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა.

ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელს, შესანიშნავ ელჩს და საქართველოს გულითად მეგობარს. ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს, მისი დიდი შრომა გაღრმავებულიყო კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. „მიშელის დოკუმენტი“, 8 მარტის შეთანხმება, მილიონობით ევრო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად – ელჩი ჰარცელის პოზიტიური წვლილი, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ/ეკონომიკურ პროცესებში, შეუფასებელია.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ თავხედური გამოხტომები ვერ შეცვლის ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ევროპის პოლიტიკას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში“ – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

წყარო: ptn.ge