როდემდე გაგრძელდება წვიმა და დაბალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში

25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი იქნება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

ოზურგეთში წვიმა მოსალოდნელია 22 ივლისამდე. 22-25 ივლისს ოზურგეთში მოსალოდნელია მზიანი ამინდები, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი მომატება არ მოხდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება და +34, +36 გრადუსი სითბო.

22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.