რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა „თავისი ცოდვების გამო“, მალე შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან გაქრეს.
მისივე თქმით, ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, რაც კაცობრიობას მსოფლიო ომის საფრთხეს უქმნის.
„2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მოექცა კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ. იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შესაძლოა, დაკარგოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები და მსოფლიო რუკიდან გაქრეს,
უკრაინელი დამნაშავეები აუცილებლად გაასამართლებენ უკრაინისა და რუსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის.
ბევრი თაღლითი პოლიტიკოსი მანიპულირებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხზე მის ყოფილ საზღვრებში. გარდა ამისა, ნატო აგრძელებს მიახლოებას რუსეთის საზღვრებთან, რაც ქმნის მსოფლიო ომის და კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიკვდილის რეალურ საფრთხეს“, – განაცხადა მედვედევმა.