ვლადიმირ პუტინი: “მოდის ახალი ერა და დგება ახალი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში!”

მოდის ახალი ერა და დგება ახალი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოები შეძლებენ უზრუნველყონ ზრდის დინამიკა და გახდნენ მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, – მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.


„ახალი ერა მოდის, ახალი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში და მხოლოდ ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველჰყონ ზრდის მაღალი დინამიკა, გახდნენ მაგალითი სხვებისთვის ცხოვრების სტანდარტებისა და ხარისხის, ტრადიციული ღირებულებებისა და მაღალი ჰუმანისტური იდეალების დაცვაში. ჩნდება განვითარების მოდელები, რომლებშიც ადამიანი არის არა საშუალება, არამედ უმაღლესი მიზანი“, – განაცხადა პუტინმა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს პლენარულ სხდომაზე „ძლიერი იდეები ახალი დროისთვის“.