კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება. 4-წლიანი მისიის შემდეგ შვედი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას ტოვებს. უკვე დასახელდა მისი შემცვლელიც.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.
პაველ ჰერჩინსკი პოლონელი პოლიტიკოსია, დიპლომატიურ თანამდებობაზე, ასევე ევროპის უსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა პოსტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
მას დამთავრებული აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლა და აქვს ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი. პოლონეთის გარდა განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.
პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.
ზედამხედველობდა ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას, შეიარაღების კონტროლსა და განიარაღების სფეროებს, ჩართული იყო კონტრტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისეთი საკითხების მოგვარებაში როგორებიცაა კიბერ, საზღვაო და კოსმოსური უსაფრთხოება.
გარდა მშობლიური, პოლონური ენისა საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
“ambebi.ge”