გოგა ხაინდრავა: ლევან იოსელიანიც „ჩაგრული“ აშშ-ის დამცველად მოგვევლინა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პარლამენტარ ლევან იოსელიანის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„წავიდა ჰეი! ნიანგის ცრემლები. ლევან იოსელიანი, ერთად-ერთი დამოუკიდებელი ქართველი! ოპოზიციონერი პარლამენტარი მეგონა. ისიც „ჩაგრული“ აშშ-ის დამცველად მოგვევლინა. მეგონა, კიკუ ვაშაძის თავგანწირვა და გულმკერდი საკმარისი იქნებოდა…“ – წერს გოგა ხაინდრავა.

ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, პარლამენტარი  (ნედ პრაისის მსგავსად)  აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს აშშ-ზე თავდასხმად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართულ ოცნებას“ ყვითელი ბარათი აჩვენა, რაზეც უნდა დაფიქრდნენ