„გელაპის“ კვლევით, ამერიკაში უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდე არის დასული, ცოტა უხერხული მგონია, ჩვენ გვიკარნახონ სასამართლოს და მოსამართლეების ამბავი, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტვ „მაესტროზე“, საავტორო გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხს, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ერთი რამე გონია, იმათთან ზედმეტია მცდელობა რამე შეაგნებინო. ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, ევროკავშირი, ევროკომისია, ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.
„რაც შეეხება სასამართლოს, „გელაპის“ კვლევა ჩატარდა ამერიკაში და უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდეა დასული და ჩვენ გვიკარნახონ სასამართლოსა და მოსამართლეების ამბავი, ცოტა უხერხული მგონია თქვენი მხრიდან. ხალხს, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ერთი რამ ჰგონია, იმათთან ზედმეტია მცდელობა, რამე შეაგნებინო. ევროკავშირი, ევროკომისია და ა.შ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ევროპა აბსოლუტურად სხვა რამეა. ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, დღე არ გადის, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრემიერ-მინისტრი არ გადადგეს. ეს არის ფაქტი და ასევე ის, რომ კონდიციონერსა და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ. ეს ჩანს, ყოველ შემთხვევაში, რაც ხდება და ის, რასაც გლობალური მეინსტრიმ მედიასაშუალებები გვაწვდიან, ძირითადად ყურით მოთრეული ტყუილებია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.