“დაისი” და რაჭული ცეკვები, ქართული სიმღერები – როგორ დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს უზბეკეთში ვიზიტისას.
“დაისი” და რაჭული ცეკვები, ქართული სიმღერები – როგორ დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს უზბეკეთში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა ლიდერთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია, თუ როგორ დახვდნენ ღარიბაშვილს უზბეკეთში. როგორც ვიდეოდან ჩანს, შესრულდა ქართული ცეკვები და სიმღერები:
“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი. ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად ტაშკენტში, ოფიციალურ სადილზე უზბეკეთის პრემიერმა უმასპინძლა.
მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული.
ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო თუნდაც ამ კულტურული პროგრამით გამოხატული ასეთი მაღალი დონის პატივისცემის ჟესტი მასპინძლის მხრიდან” – წერს ნინო გიორგობიანი.
წყარო: ambebi.ge