გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისისთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა.
„ის, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია – ეს, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა. ნატოს წევრი თურქეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. აი, რატომ მაკვირვებს ეს ფოტო, მით უმეტეს ნატოს წევრი ქვეყნის გადასახედიდან“, – აცხადებს ბერბოკი.
ერდოღანის, პუტინისა და რაისის შეხვედრა თეირანში 19 ივლისს გაიმართა.