გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და მისი მეუღლის, ბრიტა ერნსტის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში მოცემულია G7-ის ლიდერებისა და მათი მეუღლეების დახასიათებები. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტს „გრიფით საიდუმლო“ ჰქონდა მინიჭებული.
როგორც Spiegel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ დოსიეში ღია წვდომაში არსებული ინფორმაცია იყო მოყვანილი, გერმანიის კანცლერის მეუღლეს მისი ნაგვის ურნაში გადაგდების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ასეთი დოკუმენტებისთვის უტილიზაციის სპეციალური წესი არსებობს.