უცხოეთი თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ უკრაინას დამატებით $270 მლნ-ის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით $270 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – მის შესახებ ა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ მედიისთვის დახურულ ბრიფინგზე აღნიშნა.

როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ Phoenix Ghost-ის ტიპის დრონს.

„რუსეთმა უკრაინას სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსეთმა დაარტყა სავაჭრო ცენტრებს, მრავალსართულიან სახლებს, დახოცა უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამგვარი სისასტიკის წინაშე, პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ აშშ იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს მას დასჭირდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი აშშ დოლარია.