ისრაელის პრემიერი: რუსეთში ებრაული სააგენტო “სოხნუტის” დახურვა გავლენას მოახდენს რუსეთისა და ისრაელის ურთიერთობებზე

რუსეთში ებრაული სააგენტო “სოხნუტის” დახურვა გავლენას მოახდენს რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა.

შექმნილი ვითარების განხილვისას ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ისრაელისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაული თემი რუსეთში დიდია და მის პრობლემებს მოსკოვთან ყველა ოფიციალურ მოლაპარაკებაზე განიხილავენ.

“პრემიერმა ლეგალურ დელეგაციას დაავალა, მზად იყოს მოსკოვში წასასვლელად რუსეთის თანხმობის მიღებისთანავე და ყველა ღონე გამოიყენოს სამართლებრივი დიალოგის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად და ამავე დროს განაგრძოს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

21 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ებრაული სააგენტო ANO Sokhnut-ის რუსეთის წარმომადგენლობის ლიკვიდაცია. მას აქვს ოფისები და პარტნიორები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში, როსტოვში, პიატიგორსკში, ეკატერინბურგში, ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში და ხაბაროვსკში.

მოგვიანებით Jerusalem Post-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორგანიზაცია ავითარებს ოფისის გადატანის გეგმას. გამოცემის ცნობით, “უწყებამ ფარულად წამოიწყო გეგმა რუსეთიდან ისრაელში თავისი ოპერაციების გადატანისა და რეპატრიაციის პროცესის დისტანციურად კონტროლის შესახებ”.  მან განმარტა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობა ჯერ ვერ არეგულირებს მის სამართლებრივ სტატუსს, შესაბამისად, მუშაობს გასაჩივრების დისტანციური მექანიზმის შექმნაზე.

კრემლში ამბობენ, რომ ებრაული სააგენტოს ლიკვიდაციის მოთხოვნა განპირობებული იყო რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.