რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა რუსეთის მხრიდან ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში. მისი თქმით, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში “მაღალი სიზუსტის” რაკეტით განხორციელდა. ამავდროულად, ზახაროვამ განაცხადა, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სამხედრო ნავი იყო.
მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის შესაბამის განცხადებაზე, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ „კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობები“.
“ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა “უხეში რუსული ბარბაროსობა”. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით”, – წერს ზახაროვა.