რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ საკითხთა ფართო სპექტრზე.
ლავროვის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივა საუბრობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებენ.
„ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტიდან დაწყებული უთვალავი მრჩევლით დამთავრებული, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.