ამერიკული გაზეთი New York Times წერს, რომ უკრაინული ჯარების საბრძოლო მორალი ქვეითდება ჯარის დაკომპლექტების გამო ქუჩებში აყვანილი ხალხით, რომლებსაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი არ გააჩნიათ, ასევე იმის გამოც, რომ ჯარში წასვლის მსურველები იქ ხშირად არ მიჰყავთ.
გამოცემა ასევე წერს მზარდი უკმაყოფილების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ არჩევენ ჯარში გამოძახების ადრესატებს.
უკრაინელები სულ უფრო მეტად უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გამოძახების გაცემა, განსაკუთრებით ქუჩაში, „საიდუმლო და თვითნებურია“, – წერს გაზეთი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი იწვევენ მხოლოდ მსურველებს, მოსახლეობა სულ უფრო მეტად ჩივის, რომ ”სამხედროები არღვევენ კანონებს და ხანდახან იწვევენ მათ, ვისაც არ სურთ ჯარში ყოფნა, ხოლო მსურველებს უარს ეუბნებიან.”
”ჯარში გაწვევაზე გამოძახების ზოგიერთი მიმღები ამბობს, რომ მათ არასოდეს მიეცათ არჩევანი… მაშინ, როდესაც არის ცნობები მამაკაცების შესახებ, რომლებსაც სურთ ბრძოლა, მაგრამ უარი უთხრეს ბიუროკრატიული მიზეზების გამო… პროცესი საიდუმლოებით არის მოცული სტანდარტების შესახებ მცირე ღიაობით, თითოეულ ეტაპთან მიმართებით“, – ნათქვამია გაზეთში.
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი წევრის თქმით, არის ბევრი ადამიანი, ვისაც „დიდი მოტივაცია და უნარები აქვს, ვისაც ახლა ჯარში შესვლა სურს, მაგრამ არ წაიყვანეს“.
უკრაინელი მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო პირები ამბობენ, რომ ფრონტზე წასვლის სურვილის არმქონე პირების გაწვევა უკრაინის ჯარის საბრძოლო სულისკვეთებას აქვეითებს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონებში, მათ შორის ხარკოვში, ზოგი უარს ამბობს უკრაინის ჯარში მსახურობაზე რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის გამო. „ამბობენ: „არ მინდა ვიმსახურო! უკრაინა ნამდვილი ქვეყანაც კი არ არის!“ – გაანდო ამერიკულ გაზეთს გამოძახების გამცემმა ერთმა ოფიცერმა.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ უკრაინულ ჯარში “ერთობის გრძნობა დარღვევის ზღვარზეა” ჯარისკაცების დაღლილობის გამო, განსაკუთრებით, მოუმზადებელ ახალწვეულებს შორის. “ჩვენი შემცვლელი არავინაა. ძალიან ცოტა ხალხია”, – ამბობს საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ფერმერი და აღნიშნავს, რომ “ფსიქოლოგიურად რთულია”.
უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს იძულებით მობილიზაციას ომის ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონებში, აკავებს ყველა ასაკის მამაკაცს, – განაცხადა მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.