რატომ აპელირებს კობახიძე მუდმივად “პავლიკ მოროზოვზე”? – ამ რიტორიკულ კითხვას სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სვამს და პასუხსაც თავად სცემს:
“ეს პერსონაჟი ცნობილია იმით, რომ მამის (კულაკის) წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენებებს აძლევდა და ოჯახის წევრებმა მოკლეს. საბჭოთა პროპაგანდამ ამის გამო მოახდინა მისი ჰეროიზაცია.
ლოგიკური არ იქნება, რომ კობახიძე “მამაში” მიშას გულისხმობდეს, რადგან მისი შეფასების სუბიექტები პირიქით, მისივე გაგებით, მიშას ერთგულებით გამოირჩევიან.
ერთადერთი ლოგიკაა, რომ ის მამაში გულისხმობს “ბიძინას” და მას მოიაზრებს მთელი ერის, თვითოეული მოქალაქის მამად. შესაბამისად, ვინც ბიძინას აკრიტიკებს, მისთვის ყველა “პავლიკ მოროზოვია”, – წერს გია ხუხაშვილი.